17:14 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 17:52:05, 2452 ნახვა

ეკონომიკა
TABAN Airlines საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

ირანული ავიაკომპანია TABAN Airlines, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე 2016 წელს შემოვიდა, მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე ფრენის სიხშირეს თეირანი-თბილისი-თეირანის მიმართულებით გაზრდის.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, TABAN Airlines 2 სიხშირის ნაცვლად კვირაში 6 სიხშირით იფრენს.   გაზრდილი ფრენები  7 მაისიდან 22 სექტემბრამდე, ყოველდღე, შაბათის გარდა, Airbus A310, Boeing B737 და 757 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ირანულ ავიაკომპანიას რეგულარული ფრენების შესასრულებლად აუცილებელი ნებართვა 3 მაისს მიანიჭა.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics