|
2017-05-04 17:21:54, 2122 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: კანონდება ხმების მითვისება, რისთვისაც საქართველოს მოსახლეობა წინა ხელისუფლებას უპირისპირდებოდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა, რომლებთანაც საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ დისკუსია გამართა. პრეზიდენტმა შეხვედრისას საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამებისას გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების სისტემაზე, პარლამენტის როლზე, საარჩევნო ბარიერზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე და პრეზიდენტისა და მთავარსარდლის უფლებების შემცირებაზე ისაუბრა. მან ასევე ვრცლად ისაუბრა გადაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისათვის განაწილების პრინციპზე, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ბონუსი ეწოდება. გიორგი მარგველაშვილის აზრით, არჩევნების პროცესში თითოეული მოქალაქის ხმა უნდა იყოს დაცული, ამ პროექტით კი, სხვა პოლიტიკური ჯგუფისათვის მიცემული ხმა გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის კალათში ხვდება, რაც ხმების მითვისების მექანიზმია. პრეზიდენტის განცხადებით, ხმების მითვისება, რისთვისაც საქართველოს მოსახლეობა უპირისპირდებოდა წინა ხელისუფლებებს, ხვალ დაკანონდება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს ქვეყანაში სუსტი პოლიტიკური პარტიების პირობებში, კონსტიტუციაში 5 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დატოვება და ამასთან ერთად, საარჩევნო ბლოკებად გაერთიანების აკრძალვა, ქართული პოლიტიკური ტრადიციის წინააღმდეგ წასვლაა, რადგან პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ პოლიტიკური ბლოკებია ქართული პოლიტიკური ტრადიციის ნაწილი. პრეზიდენტის აზრით, პარლამენტი ძლიერი ორპალატიანი პარლამენტის ჩამოყალიბების შემთხვევაში იქნებოდა. "საუბარია, თითქოს, ორპალატიანი პარლამენტის შექმნას ხელს უშლის დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა, რაც არანაირ კავშირში არაა რეალობასთან. სრულიად შესაძლებელია, არსებულ ვითარებაში ორპალატიანი პარლამენტი და ის პრობლემა და ტრაგედია, რაც ჩვენ გვჭირს, ეს მოგვარებადია საკანონმდებლო თვალსაზრისით. ძლიერი პარლამენტი იქნებოდა მაშინ, როდესაც მას ექნებოდა მთავრობაზე კონტროლის მაღალი ხარისხი; ორპალატიანი პარლამენტის შემთხვევაში მაჟორიტარების პრობლემაც მოგვარდებოდა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტმა იმ დადებით ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც კონსტიტუციის პროექტშია ჩადებული - პარლამენტში საგამოძიებო კომისიების შექმნისა და სოციალური სახელმწიფოს ვალდებულებების გაძლიერების საკითხებზე.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)