|
2017-05-03 18:25:14, 883 ნახვა
სამხედრო
უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი DIB-ში გრძელდება
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი გრძელდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვირეულის განმავლობაში მონაწილეებს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების თემებზე ლექციებს უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები უკითხავენ. მათივე ცნობით, დღეს, კურსის მონაწილეები ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკასა და მის პრიორიტეტებს გაეცნენ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ივლიანე ხაინდრავამ ლექცია თემაზე - „რეგიონული თანამშრომლობა“ წაიკითხა. მან ყურადღება სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ ცენტრებს, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ურთიერთობებსა და საგარეო კურსზე გაამახვილა. საუბარი შეეხო, ასევე, რუსეთ-თურქეთს შორის არსებულ ურთიერთობასა და საქართველოს მიმართ ამ ქვეყნების დამოკიდებულებას. უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი პირველი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამაა, რომელსაც DIB უსაფრთხოების სექტორის აუდიტორიას სთავაზობს. კურსი ორი თვე გრძელდება და სალექციო კვირეულის გარდა, ტრენინგ-მოდულებს, პრაქტიკულ მოდულებსა და დისტანციური სწავლების მოდულებს მოიცავს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)