|
2017-05-03 18:15:24, 819 ნახვა
სამხედრო
ნორიოში ქართველ დამკვირვებელ-შემფასებლების კურსი მიმდინარეობს
ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე დამკვირვებელ-შემფასებლების კურსს პირველად, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სერტიფიცირებული ქართველი ინსტრუქტორები ატარებენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს უკვე დამკვირვებელ-შემფასებლების მომზადება საქართველოს, ასევე ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალებისათვის შეეძლებათ. მათივე ცნობით, კურსი ოცეულის დონეზე თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს. მისი მიზანი საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის დამკირვებელ-შემფასებლების მომზადება და სერტიფიცირებაა. სწავლებაში 17 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული, რომლის დასრულების შემდეგაც მათ JTEC-ის დამკირვებელ-შემფასებლების სერტიფიკატები გადაეცემათ. სწავლება აშშ-ის პროგრამის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრის (JMRC) გამოცდილების გათვალისწინებით, ლიტვის რესპუბლიკის ,,გენერალ ადოლფოს რამანაუსკასის სახელობის საბრძოლო მომზადების ცენტრის“ სასწავლო კურსის შესაბამისად დაიგეგმა. ქართველი დამკვირვებელ-შემფასებლები 2016-2017 წლებში ლიტველი სამხედრო ექსპერტების მიერ მომზადდნენ და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) დამკირვებელ-შემფასებლების სერტიფიკატები გადაეცათ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)