23:02 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-10 15:02:47, 381 ნახვა

პოლიტიკა
სუამ-ი რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას გმობს

დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ი 2015 წლის 18 მარტს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას გმობს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„ე.წ. ხელშეკრულება, ისევე როგორც გასულ წელს რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმება" მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და წარმოადგენს ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს.

ეს უკანონო აქტი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეშ დარღვევას და არა აქვს იურიდიული ძალა- აღნიშნულია სუამის განცხადებაში.

დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ი მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია სუამ-ის განცხადებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics