|
2017-05-02 14:17:13, 1987 ნახვა
სამართალი
თავდასხმა ტრანსგენდერ ქალებზე - დაკავებულია 4 ადამიანი
გვიან ღამით, წყნეთის ქუჩაზე დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ტრანსგენდერი ქალების საცხოვრებელ სახლს უცნობმა პირებმა ქვები დაუშინეს და კარის შემტვრევას ცდილობდნენ. გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელები დაახლოებით ხუთნი იყვნენ. ინციდენტის დროს ტრანსგენდერმა ქალებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და სამართალდამცველების 6 ეკიპაჟი ადგილზე იყო მობილიზებული. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას ნიშნავს, 4 ადამიანი დააკავა. ამასთან, უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელიც იყო მისული. როგორც აპარატის წარმომადგენელმა გვანცა ჩხაიძემ "ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ომბუდსმენის აპარატში შეტყობინება ცხელი ხაზის მეშვეობით შევიდა. "მოქალაქეებს შორის თავდაპირველად უთანხმოება იყო, შემდეგ კი სიტყვიერ შეურაცხყოფაში და მუქარაში გადაიზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით იყო გამოძახებული საპატრულო პოლიცია. ტრანსგენდერი ქალბატონები საუბრობდნენ იმაზე, რომ პოლიციის მხრიდან იყო უმოქმედობა და არ ახორციელებდნენ შესაბამის ღონისძიებებს. ამ შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გავედით. ჩვენი მისვლის დროს საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი ადგილზე იყო მობილიზებული. შესაბამისი აღხსნაგანმარტებების საფუძველზე მოხდა იმ ადამიანის დაკავება, რომელზეც ტრანსგენდერები მიუთითებდნენ. ასევე დააკავეს ტრანსგენდერი ქალბატონი, სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე. კიდევ ერთი ტრანსგენდერი დააკავეს, რომელმაც პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. დაკავებულია ასევე მეზობელიც, რომელიც ტრანსგენდერების თქმით, მათ შეურაცხყოფა მიაყენა. დაიწყო გამოძიება შესაძლო მუქარის ფაქტზე ტრანსგენდერების მიმართ. დღეს უნდა გამართულიყო სასამართლო პროცესი, თუმცა შედეგები ჩემთვის უცნობია", - აცხადებს ომბუდსმენის წარმომადგენელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)