|
2017-05-01 21:41:51, 2086 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი: 2016 წელს კომერციულ ბანკებში 2 857 პრეტენზია დაფიქსირდა
2016 წლის განმავლობაში კომერციულ ბანკებში 2 857 პრეტენზია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით, 5.9 პროცენტით მეტია.ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2016 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც უკვე პარლამენტშია. მათივე ცნობით, შემოსული და მიმდინარე მომენტისთვის სრულად განხილული პრეტენზიებიდან ბანკების მიერ მხოლოდ 19.6 პროცენტი ჩაითვალა საფუძვლიანად და მათი გადაწყვეტა მომხმარებლის სასარგებლოდ მოხდა. „აღნიშნული მაჩვენებელი, თავის მხრივ, 26.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. 2012-2016 წლების შემოსული პრეტენზიების დინამიკა მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა. თუმცა, კლებადია საფუძვლიანი პრეტენზიების რაოდენობა. აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვირვებით, შესაძლებელია გამოწვეული იყოს ბანკებში პრეტენზიების დაფიქსირებასთან დაკავშირებული ბარიერებითაც (მაგალითად, კომერციული ბანკის მიერ პრეტენზიის დაფიქსირებაზე უარის თქმა). პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ჯამში შემოსული პრეტენზიების დაახლოებით ნახევარი ტრანზაქციებს, ჯარიმებსა და საკომისიოებს უკავშირდება. „საყურადღებოა მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიების წილიც, რომელიც საშუალოდ 14 პროცენტს შეადგენს. მოცემული სტატისტიკა გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ მომხმარებლების პრეტენზიები ხშირად განპირობებულია პროდუქტების და მათთან დაკავშირებული გადასახდელების აღქმის სირთულეებით, თუმცა, დროთა განმავლობაში, როგორც მომხმარებლები, ისე კომერციული ბანკის თანამშრომლებიც, პროდუქტებთან ადაპტირებას ახდენენ. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა გააგრძელოს დაკვირვება, თუ რამდენად ზრუნავენ კომერციული ბანკები მომხმარებლებზე. ამასთან, პრიორიტეტულ ამოცანად რჩება ფინანსური განათლების საჭიროება და მის სარგებლიანობაზე ცნობიერების ამაღლება როგორც მოსახლეობაში, ისე ფინანსური სექტორის წარმომადგენლებში“,-აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)