|
2017-04-28 17:41:51, 2111 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
გახარიამ სტაციონარული საბაგიროების დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევის ინიციატივაზე განმარტება გააკეთა
„სტაციონარული საბაგიროების დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევის ინიციატივაში საუბარია საბაგიროებზე, რომელიც სამთო კურორტებს მოემსახურება“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ განმარტება გააკეთა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, კერძოდ, სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევის ინიციატივაზე. მინისტრის ინფორმაციით, საუბარი შეეხება იმ საბაგიროებს, რომლებიც სამთო კურორტებს უნდა მოემსახუროს. გიორგი გახარიამ სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევის ინიციატივის შესახებ განმარტება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადების კომენტირებისას გააკეთა - საიას ვარაუდით, აღნიშნული ინიაციატივა „პანორამა თბილისის“ პროექტს უკავშირდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დეტალურად ახსნა კანონპროექტის მიზანი და საჭიროება - „არასამთავრობო ორგანიზაციებს და საიას შეუძლიათ ეს პირადად ჩვენთან დააკავშირონ. ეს იყო პირადად ჩვენი ინიციატივა იქიდან გამომდინარე, რომ, როგორც იცით, სახელმწიფო კონცენტრირებულად ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს სამთო კურორტების განვითარებაში, სადაც ამ ინსტრუმენტს დიდი მნიშვნელობა აქვს“. გიორგი გახარიას განცხადებით, საუბარია უბრალოდ იმ საბაგიროებზე, რომლებიც სამთო კურორტებს უნდა მოემსახუროს „საუბარია იმაზე, რომ ბიუჯეტში წელს ათობით მილიონია ჩადებული, მომავალ წელს იმისთვის, რომ სამთო კურორტები განვითარდეს. მესტიაში, გუდაურში, გოდერძიზე, ბაკურიანში - ყველგან კეთდება ახალი, თანამედროვე სამთო-საბაგირო ხაზები. ამისთვის არის ეს გაკეთებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)