|
2017-04-27 19:19:27, 2171 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: უშიშროების საბჭო რჩევას აძლევს პრეზიდენტს ისეთ საკითხებზე, რომელიც მთავრობის კომპეტენციაში შედის
"დღევანდელი მდგომარეობით, უშიშროების საბჭო რჩევას აძლევს პრეზიდენტს ისეთ საკითხებზე, რომელიც მთავრობის კომპეტენციაში შედის",-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა კონსტიტუციურ ცვლილებებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე გაიმართა. "პირველი არის ის, რომ უქმდება ეროვნული უშიშროების საბჭო, რაც ეფუძნება თავის დროზე ვენეციის კომისიის ექსპერტების რეკომენდაციებს. ისინი 2010 წელს პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ამ სისტემასთან არანაირი საერთო არ ჰქონდა ეროვნული უშიშროების საბჭოს. რეალურად დღევანდელი მდგომარეობით, უშიშროების საბჭო რჩევას აძლევს პრეზიდენტს ისეთ საკითხებზე, რომელიც შედის მთავრობის კომპეტენციაში. არის სრული აღრევა უფლებებისა. სწორედ აქედან გამომდინარე ამბობდნენ ვენეციის კომისიის ექსპერტები თავის დროზე, რომ არ იყო თავსებადი უშიშროების საბჭო მთლიან მმართველობის სისტემასთან. მეორე ეს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის წესი. დღეს პრეზიდენტი წარადგენს მოსამართლეს და აქაც იგეგმება ამ უფლებამოსილების გადატანა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე, აქაც შავით თეთრზე ეწერა ვენეციის კომისიის 2010 წლის დასკვნაში, რომ უმჯობესი იყო ამ კომპეტენციის სწორედ ამ სახით მოწესრიგება”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)