|
2017-04-26 10:23:53, 2126 ნახვა
კომენტარი
კალაძე: „ინტერ-რაოსთან“ დაკავშირებით საქმე შესაძლოა არბიტრაჟამდე არც მივიდეს
ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კომპანია „ინტერ რაოს“ მიერ საქართველოს მთავრობასთან დაწყებულ დავას გამოეხმაურა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საქმე შესაძლოა არ მივიდეს არბიტრაჟამდე. „რამდენიმე დღის წინ მივიღეთ შეტყობინება არბიტრაჟთან დაკავშირებით, შესაბამისად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ, წარმოვადგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია. შეიძლება არბიტრაჟამდე არც მივიდეს საქმე. ეს არის ძალიან გრძელვადიანი პროცესი. შეიძლება შედგეს მოლაპარაკებები“,-განაცხადა კახა კალაძემ. მან ასევე კომპანია ყაზტრანსგაზთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მინისტრის თქმით, ყაზტრანსგაზის გადაწყვეტილება, რომ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლოს მოულოდნელია. ყაზტრანსგაზთან დაკავშირებით ჩვენი მოთხოვნა იყო, ის რომ დაბრუნებულიყო ყაზახური მენეჯმენტი მმართველობაში, თუმცა სამწუხაროდ ეს ვერ შედგა. სხვა დამატებით საკითხებზე მე თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან, რადგან შეიძლება შემდეგ ჩემი კომენტარი გამოყენებული იქნეს არბიტრაჟში ისევ ამ ამ კონკრეტულ საქმეში“,-დასძინა კალაძემ. ცნობისთვის, „ინტერ რაო“ ლარის გაუფასურების გამო კომპენსაციას ითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)