13:36 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 14:34:46, 2192 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გახარიამ უნგრეთის მხარესთან ურთიერთგაგებისა და ინვესტიციების წახალისების მემორანდუმებს მოაწერა ხელი

საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის  ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროებს შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთგაგების მემორანდუმები გაფორმდა.

დოკუმენტებს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა  მიჰაი ვარგამ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების წარმომადგენელთა გაფართოებული შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

გიორგი გახარიამ გაფორმებული დოკუმენტების მნიშვნელობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს.

მისი განცხადებით, უნგრეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართული ბიზნესფორუმი, ხელმოწერილი დოკუმენტები და მაღალი დონის შეხვედრები კარგ საფუძველს ქმნის სამომავლოდ უფრო მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური ურთიერთობებისთვის.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის შემდეგ აუცილებლად იქნება კონკრეტული ბიზნესაქტივობები, რასაც ხელს უწყობს დღეს ბიზნესებს შორის  გამართული შეხვედრა სამთავრობო დელეგაციების მხარდაჭერით“, –  აღნიშნა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics