|
2017-04-21 13:30:08, 2552 ნახვა
სამართალი საზოგადოება
პარლამენტი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მსჯელობს
საქართველოს პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მსჯელობენ. სისიხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, მარიხუანის მოხმარებაზე დაწესებული სანქციები შემსუბუქდება. ცვლილებების თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების პირველი შემთხვევის დროს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება აღარ მოხდება. ამასთან, კანაფის და მარიხუანას დიდი ოდენობის განსაზღვრაც შეიცვლება. კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად 140 გრამის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 250 გრამის ნაცვლად 1000 გრამით. მარიხუანას შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად 70 გრამით განისაზღვრება, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 140 გრამის ოდენობას შეადგენს. როგორც იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნა, ლიბერალიზაცია იმიტომ ხდება, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მარიხუანასა და მცენარე კანაფისთვის და მეორეს მხრივ სხვა ნარკოტიკებისთვის ერთმანეთისგან გაიმიჯნოს. "კონკრეტულად მარიხუანასა და მცენარე კანაფისთვის დიდ ოდენობამდე არ იქნება გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა და ასევე არ იქნება მცირე ოდენობაზე ადმინისტრაციული პატიმრობაც. ასევე ეხება მცირე ოდენობით მარიხუანას ან კანაფის კულტივაციას,“ - განაცხადა ბარამიძემ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ინფორმაციით, კანონში ცვლილება შედის და ახალი მუხლი ემატება. საუბარია 273-ე პრიმა მუხლზე, რომელიც ცალკე განსაზღვრავს მარიხუანა-კანაფის მოხმარებისთვის გამოყენებულ შესაძლო ღონისძიებებს. ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილ კანონპროექტს არასაკმარისად მიიჩნევს ოპოზიცია. საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ ნაბიჯები გადადგმულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოსაყვანად, თუმცა როგორც სერგო რატიანი ამბობს, ის არ არის საკმარისი ლიბერალური ნარკოპოლიტიკისთვის.
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)