|
2017-04-21 11:35:00, 1974 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: Fitch-ის მიერ პოზიტიურად შეფასდა ის ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში 2016 წლის ნოემბრიდან ხორციელდება
„სარეიტინგო კომპანია „Fitch-ის" მიერ პოზიტიურად შეფასდა ის ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში 2016 წლის ნოემბრიდან ხორციელდება“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სარეიტინგო კომპანია „Fitch-ის" მაღალი მენეჯმენტის წარმომადგენლებთან ტონი სტრინგერსა და რიჩარდ ფრენსისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი ვიცე-პრემიერის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რეგიონში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. დიმიტრი ქუმსიშვილმა სარეიტინგო კომპანიის მმართველ დირექტორს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო, რომლებმაც ქვეყანაში უნდა უზრუნველყოს მდგრადი ეკონომიკური ზრდა. „სარეიტინგო კომპანიების რეიტინგი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანაში მოვიზიდოთ ინვესტიციები, შესაბამისად, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა სარეიტინგო კომპანია „Fitch-ის" წარმომადგენლებთან. განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. შეხვედრისას, პოზიტიურად შეფასდა ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმა, რომელმაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა უნდა მოახდინოს ეკონომიკაზე. ასევე, დეტალურად განვიხილეთ ის ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში 2016 წლის ნოემბრიდან განხორციელდა, რაც ასევე, პოზიტიურად იქნა აღქმული სარეიტინგო კომპანიის მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ტრადიციული სექტორების მიხედვით არსებული პროგრესი, ესაა პროგრესი ექსპორტში, ტურიზმში, ფულად გზავნილებში და რა თქმა უნდა, წარმოების განვითარებაში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა. „ჩვენ ძალიან პროდუქტიული განხილვა გვქონდა ქართულ დელეგაციასთან. მივიღეთ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე. გავეცანით იმ ინიციატივებს, რომელიც საქართველოში ხორციელდება საექსპორტო ბაზრების გაუმჯობესების მიმართულებით, რაც მოიცავს ინიციატივებს საგარეო ვაჭრობის განვითარებისა და ახალი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმების კუთხით ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან. აღნიშნულს გავითვალისწინებთ ჩვენს კვლევაში, რომელსაც გამოვაქვეყნებთ საქართველოსთან დაკავშირებით," - განაცხადა "Fitch Ratings - ის" მმართველმა დირექტორმა, ტონი სტრინგერმა. შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ გაგუა დაესწრნენ.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)