|
2017-04-20 18:30:55, 1908 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყანას ნატო-ს წევრობისთვის ამზადებს
„საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყანას ამზადებს ნატო-ს წევრობისთვის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 25 მაისს ბრიუსელში დაგეგმილი ნატოს მინი-სამიტი მთლიანად უკავშირდება აშშ-ისა და ალიანსის სხვა წევრების შემდგომი ურთიერთობების განხილვას და პოზიციების შეჯერებას. მისივე თქმით, სამიტის ფარგლებში საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი - მონტენეგროს წევრობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც ღია კარის პოლიტიკის დამადასტურებელი მნიშვნელოვანი სიგნალია ყველასათვის. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით ნატო და ალიანსის წევრი ქვეყნები ღიად აფიქსირებენ მხარდაჭერას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ და დღეს საქართველოს გააჩნია ნატოში ინტეგრაციისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)