|
2017-04-19 12:09:20, 1720 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: ხელისუფლების სხვადასხვა შტოების ცივილურობა ომბუდსმენის ინსტიტუტთან ურთიერთობითაც განისაზღვრება
საქართველოს პრეზიდენტი მხარდაჭერას უცხადებს სახალხო დამცველის ინსტიტუტს და აცხადებს, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოების ცივილურობა, პოლიტიკური კულტურა და უნარი, ააშენონ თანამედროვე, ევროპული სახელმწიფო, მათ შორის, ომბუდსმენის ინსტიტუტთან ურთიერთობით განისაზღვრება. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში სახალხო დამცველის ინსტიტუტის დაარსების 20 წლისთავთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე გააკეთა, რომელიც „ადამიანის უფლებათა მრავალმანდატიანი ეროვნული ინსტიტუტების ევოლუციასა და გამოწვევებს" შეეხებოდა. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ომბუდსმენის ინსტიტუტის ინტეგრაციის ტენდენციას ევროპულ სისტემებში და მიაჩნია, ამ პროცესის გაძლიერებით კიდევ უფრო განვითარდება ჩვენი ყოველდღიური პოლიტიკური კულტურა. „მნიშვნელოვანია, პარლამენტმა ყურადღებით მოუსმინოს იმ შენიშვნებს, იმ შეხედულებებს, იმ აზრს, რომელსაც ომბუდსმენი თავის ყოველწლიურ მოხსენებაში დააფიქსირებს. ბუნებრივია, სახალხო დამცველის ინსტიტუტს გააჩნია და აქვს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი მისია, მისია დაგვანახოს ის შეცდომები, ან გადაცდომები, რომელიც მოგვდის ყოველდღიურ ცხოვრებაში, კიდევ ერთხელ როგორ აღვიქვამთ ჩვენ ამ შენიშვნებს, მინიშნებებს განსაზღვრავს რამდენად ევროპულ პოლიტიკურ კულტურას ვფლობთ და ვავითარებთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ომბუდსმენის მოსმენა, მასთან დიალოგი უმნიშვნელოვანესი პროცესია. მთავარია, ამ ურთიერთობაში ჩვენ შევძლოთ არა თვალის დახუჭვა ამ რეკომენდაციებზე, არა მათთან დაპირისპირება, არამედ, რეალური დისკუსიის რეჟიმში შესვლა და რეალურად იმაზე ფიქრი, როგორ შეიძლება ჩვენი ყოველდღიური პრაქტიკა გახდეს უფრო ცივილიზებული, უფრო მეტად ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული, უფრო მეტად ადამიანის უფლებების დამცველი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ის ინტენსიური დიალოგი, რომელსაც სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პრაქტიკაში აყალიბებს, იქნება შესმენილი და ქართული პოლიტიკური სისტემა უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვაზე. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)