23:13 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-14 09:25:53, 2442 ნახვა

მსოფლიო
ამერიკამ ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი 9 797 კილოგრამიანი ბომბი პირველად გამოიყენა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში  დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ყველაზე დიდი არაბირთვული ბომბი პირველად გამოიყენა.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ავღანეთში ყველაზე ძლიერი არაატომური ბომბის გამოყენება ამერიკელი სამხედროების მიერ „ძალიან წარმატებული მისია“ აღმოჩნდა.

„ეს ძალიან წარმატებული მისია იყო“,-აღნიშნა ტრამპმა.

უცხოური მედიის ცნობით, 9 797 კილოგრამიანი GBU-43-ის ტიპის ბომბს, სამხედრო სფეროში როგორც „ბომბების დედას“ მოიხსენიებენ.

ოფიციალური ინფორმაციით, ბომბი  ISIS-ის წევრებისა და გვირაბების განადგურებისთვის იყო განკუთვნილი. 

ვრცელდება პირველი კადრები, რომელიც აღნიშნული ბომბის სატესტო აფეთქების დროს არის გადაღებული.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics