16:34 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 16:43:39, 2230 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
კახი კავსაძე: გვეშველება რამე?! თუ ბერიკაშვილისნაირები ვიქნებით, გვეშველება

სახალხო არტისტის კახი კავსაძის განცხადებით, მსახიობ გივი ბერიკაშვილის გარდაცვალება უზარმაზარ სევდას მოიცავს.

როგორც კავსაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს დიდი დანაკლისია მთელი საქართველოსთვის.

"ძალიან დიდი კაცი, ძალიან მოყვასი კაცი, მართალი კაცი, ნიჭიერი კაცი, ქართველი კაცი წავიდა ამ ქვეყნიდან. სევდა არის უზარმაზარი. თუ ასე ვიცხოვრებთ, როგორც მან იცხოვრა, მემგონი კარგი და სწორი იქნება. გვეშველება რამე?! თუ ბერიკაშვილისნაირები ვიქნებით, გვეშველება", - აღნიშნა კავსაძემ.

ცნობისთვის, მარჯანიშვილის თეატრში სახალხო არტისტის გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი უკვე დასრულდა. მსახიობი ამაღლების ეკლესიის ეზოში  გადაასვენეს, სადაც დაკრძალავენ.

ქართველ მსახიობს პატივი ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, მთავრობის წევრებმა, პარლამენტის წარმომადგენლებმა, ოპოზიციამ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრებმა ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს მოქალაქეებმა მიაგეს.

შეგახსენებთ, რომ სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 10 აპრილს ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics