|
2017-04-09 15:00:39, 2266 ნახვა
სამართალი
ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მორიგი აქცია გამართეს. მათ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიება კიდევ ერთხელ მოითხოვეს: „31 მარტს გვქონდა პირველი აქცია,სადაც ვაპროტესტებდით ხელისუფლების პოლიტიკას, როდესაც იგი არ იძიებს ზვიად გამსახურდიას აშკარა მკვლელობის საქმეს. ვაპროტესტებდით იმ მიჩუმათების პოლიტიკას, რომელსაც აწარმოებს 1991-1993 წლის მოვლენებიდსადმი და დღეს გამეორებითი აქცია გვაქვს. სიმბოლურია, რომ არც 9 აპრილის შესახებ ვიცით სიმართლე, არც იგი გამოუძიებიათ, ვინ რა დააშავა, ვის რა როლი მიუძღვოდათ, ასევე გამოუძიებელია სხვა მრავალი დანაშაული საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე“,-განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად გამსახურდიას შვილმა ცოტნე გამსახურდიამ. ცოტნე გამსახურდიას ვარაუდით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელებს ხელისუფლება ხელს აფარებს. „არ ვარ ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი. ალბათ, ივანიშვილმა იცის სრულად, რატომ ჭიანურდება გამოძიება. როდესაც მკვლელობის საქმის გამოძიება არ ხდება, ბუნებრივია, ვიღაც აფარებს ხელს მკვლელებს. ხელს აფარებენ ერთი შევარდნაძის დროინდელ პოლიტიკურ-ფინანსურ ელიტას და მეორე- რუსეთის სპეცსამსახურებს, რომელთა მუშაობის კვალიც ცხადად ჩანს საქმის მასალებში, რომელსაც სამართლებრივი შეფასება სჭირდება. ამას კი პროკურატურა არ აკეთებს“,-აღნიშნა ცოტნე გამსახურდიამ. შეგახსენებთ, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ძველ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარეობდა, 2015 წელს კი პროკურატურამ ზვიად გამსახურდიას საქმე მკვლელობის მუხლით გადააკვალიფიცირა.
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)