|
2017-04-03 19:40:43, 784 ნახვა
სამხედრო
ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი JTEC-ს ეწვია
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ეწვია. ინე ერიქსენ სორეიდე JTEC-ში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილესთან, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავასთან ერთად იმყოფებოდა. ნორვეგიელ სტუმარს მასპინძლობა ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ გაუწიეს. ინე ერიქსენ სორეიდემ JTEC-ის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)