13:00 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 12:35:30, 1911 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სუბარი IRI-ს კვლევაზე: მიჭირს სერიოზული კომენტარი გავაკეთო ამაზე

„როცა ყოველ  ჯერზე გვაქვს  20%-იანი ცდომილება ორი კვირის წინ ჩატარებულ კვლევასთან და ორი კვირის შემდეგ ჩატარებულ არჩევნებს შორის, მართლა ძალიან მიჭირს სერიოზული კომენტარები გავაკეთო ამაზე“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი IRI-ს კვლევებს.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას არ ახსოვს კვლევის სერიოზული შედეგი, რომელმაც მეტნაკლებად რეალობა ასახა.

„მე მოვიყვან ბოლო კვლევის მონაცემებს ეს არის 20%  „ქართული ოცნება“,  19 % „ნაციონალური მოძრაობა“, თავისუფალი დემოკრატები“ 13 %. ეს  იყო სამი პარტია, რომელსაც უნდა გადაელახა ბარიერი და დაახლოებით თანაბარი წარმომადგენლობა უნდა  გვყოლოდა „ქართულ ოცნებას“ და  „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში. შედეგი ვიცით „ქართულ ოცნებას“ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და „თავისუფალ დემოკრატებზე“ არ ვილაპარაკებ  და სხვა პარტიებმა ბეწვის ხიდი გაიარეს. ხშირად ვამბობ ხოლმე ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სიმართლით და ახლაც იგივეს  გავიმეორებ. მზად ვარ სერიოზული კომენტარები გავაკეთო  ნებისმიერ კვლევაზე, ვისი კვლევის შედეგები რეალურ შედეგებს 20%-ზე მეტად არ ასცდება ერთხელ მაინც, მაგრამ  როცა ყოველ  ჯერზე გვაქვს  20%-იანი ცდომილება ორი კვირის წინ ჩატარებულ კვლევასთან და ორი კვირის შემდეგ ჩატარებულ არჩევნებს შორის, მართლა ძალიან მიჭირს სერიოზული კომენტარები გავაკეთო ამაზე. კვლევა ამბობდა, რომ „ქართული ოცნება“ იგებდა 2 ხმით დაან  მეტი  ხმით და გვყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ესეთივე მხარდაჭერა გვექნება ჩვენ მომავალ არჩევნებზე, თვითმმართველობის არჩევნებზე და მიმდინარე წელს. იმიტომ რომ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და დაადასტურა თავისი არჩევანი რაც გააკეთა 2012 წელს. ჯერ არ მახსოვს რამე კვლევის შედეგი ჩვენი შიდა კვლევების გარდა, რომელიც მეტნაკლებად ასახავდა რეალობას. როდემდე უნდა ვილაპარაკოთ 20% „ქართულ ოცნებას“, 19% „ნაციონალურ მოძრაობას“, მართლა რაზე ვლაპარაკობთ?!“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics