|
2017-03-30 15:00:58, 798 ნახვა
სამხედრო
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა დასრულდა
ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა დასრულდა. სამდღიანი სემინარი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჩხაიძემ დახურა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სემინარის დასკვნით ღონისძიებაზე სინდიკატების ხელმძღვანელებმა სამუშაო პროცესი შეაფასეს და შემაჯამებელი პრეზენტაციები წარმოადგინეს. უცხოელი ექსპერტების განცხადებით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ყველა ინიციატივა დაბრკოლების გარეშე ვითარდება, თუმცა თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის ბოლომდე მისაყვანად მსგავსი სამუშაო შეხვედრების გაგრძელება აუცილებელია. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა მიზნად ახალ სტრატეგიულ მიმართულებებზე საერთო მიდგომის მიღწევას, საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციას და დუბლირებული ძალისხმევის თავიდან აცილებას ისახავდა. შეხვედრების ფარგლებში იმ მიმართულებების განსაზღვრაც მოხდა, რომლებიც დამატებით მხარდაჭერასა და რესურსების გაუმჯობესებული მენეჯმენტის უზრუნველყოფას საჭიროებენ. სემინარი ნატოსა და საქართველოს მიერ ერთობლივად დაიგეგმა და განხორციელდა, მის ორგანიზებაში ასევე, ჩართული იყო ბულგარეთის საელჩო, რომელიც საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)