10:59 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 11:56:36, 2266 ნახვა

სამართალი
„საქართველოს ბანკის“ სერვის-ცენტრის დაყაჩაღებისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "საქართველოს ბანკის"  სერვის ცენტრზე ყაჩაღობის მიზნით თავდასხმისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც "ექსპრესნიუსს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სს „საქართველოს ბანკის“ სერვის-ცენტრზე ყაჩაღობის მიზნით  თავდასხმისთვის ბრალდებული დიმიტრი გოლავა დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის  „გ“ ქვეპუნქტებით.

მათივე ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2016 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 20:50 საათზე,  თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე დიმიტრი გოლავა გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად თავს დაესხა  სს „საქართველოს ბანკის“  სერვის-ცენტრს და მოლარე ოპერატორს და დაცვის თანამშრომელს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით  გასტაცა სს „საქართველოს ბანკის“ კუთვნილი 2560 ლარი, 5478 აშშ დოლარი, 1530 ევრო, 510 ევროდ ღირებული ე.წ. ,,ცხელი ფულის“ შეკვრა და დაცვის თანამშრომლის კუთვნილი  „ZORAKI“-ს მოდელის აირის პისტოლეტი, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დიმიტრი გოლავა 2016 წლის 25 ივნისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის  „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიმიტრი გოლავა სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics