10:31 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 16:07:40, 2274 ნახვა

სამართალი
ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვაზე, მოყვანაზე ან კულტივირებაზე თავისუფლების აღკვეთა უქმდება

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვაზე, მოყვანაზე ან კულტივირებაზე თავისუფლების აღკვეთა უქმდება.

როგორც ინიცირებულ კანონპროექტშია ნათქვამი, ნარკოტიკული საშუალების შემცველი  მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 160-დან  220 საათამდე დაისჯება.

ცნობისთვის, დღეს მოქმედი კანონით იგივე ქმედება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 5 წლამდე, ისჯება.

ამასთან, თავისუფლების აღკვეთა შენარჩუნებულია, იმ შემთხვევაში, როდესაც იგივე ქმედება ჩადენილია დიდი ოდენობით. ასეთ შემთხვევაში ბრალდებულს დაეკისრება ჯარიმა ან/და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 400-დან 500 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ან/და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენის შემთხვევაში იგივე ქმედება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 6 წლამდე ვადით იქნება დასჯადი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტით, ცვლილებები შედის „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში, რის მიხედვითაც ახლებურად განისაზღვრა კანაფისა და მარიხუანის დიდი ოდენობები. გაზრდილია კანაფისა და მარიხუანის მხოლოდ დიდი ოდენობები და კანაფის განსაკუთრებით დიდი ოდენობა.

აღნიშნული კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროს ავტორობითაა მომზადებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics