|
2017-03-28 14:17:11, 1978 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ჩ. დამნაშავედ ცნო და მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. როგორც საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დავით ჩ-ს საერთო განზრახვით მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. "დავით ჩ.-ს ბრალად ედებოდა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. მასვე, ბრალად ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. საქმის მასალების თანახმად, დავით ჩ. 2005-2009 წლებში, სხვადასხვა დროს, მუშაობდა საქართველოს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის I სამმართველოს უფროსის მოადგილისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობებზე. მან როგორც საჯარო მოხელემ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით და საკუთარი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულებს მიანიჭა არაერთი უკანონო პრივილეგია და უპირატესობა, უკანონოდ გამოიყვანა მსჯავრდებულები საპატიმრო დაწესებულებიდან, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. სასამართლომ, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილად მიიჩნია დავით ჩ.-ს მიერ სამოხელეო დანაშაულის ჩადენა და შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, დავით ჩ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი - ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლის პირველი ნაწილით დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და საბოლოოდ დავით ჩ. -ს მსჯავრდება მოხდა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მას დანაშაულთა ერთობლიობით, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის გამოყენებით, 01 წლითა და 06 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა და დამატებითი სასჯელის სახით 01 წლითა და 06 თვის ვადით ჩამოართვა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში", - აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციაში.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)