|
2017-03-25 19:13:48, 1109 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ სოფელ კვირიკეს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად სოფელ კვირიკეში მიმდინარე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაცია მას მიმდინარე პროექტის შესახებ აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, არჩილ ჩიქოვანმა მიაწოდა. ,,რკინიგზის გადასასვლელი-კვირიკე ჰესის'' მიმართულებით 600 მეტრიანი მონაკვეთის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულებაა 170 000 ლარია, სამუშაოებს შპს „სამკუთხედი" აწარმოებს. „წელს ბიუჯეტში ჩადებულია 30 მილიონამდე ლარი იმისთვის, რომ ახალი გზები მოეწყოს, გაბიონები და კედლები ჩამოისხას, ჩატარდეს სამელიორაციო სამუშაები. მინდა ასევე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ 4 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი ბეტონის გზებისა და შიდა სასოფლო გზების მოწყობისთვის. ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია," - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. პროექტი 2017 წლის მაისში დასრულდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)