09:39 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 12:21:43, 1946 ნახვა

კომენტარი
მერი სამინისტროების გადატანაზე: საინტერესო პროექტების განვითარების შესაძლებლობაა

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ორთაჭალაში სამინისტროების გადატანის  პროექტში მერიის როლი არის განაშენიანების რეგულირების გეგმის განხილვა და დამტკიცება, ასევე მშენებლობის ნებართვის გაცემა.

 „ძალიან საინტერესო პროექტია, რომელიც ადმინისტრაციული დაწესებულებების ტერიტორიულ ოპტიმიზაციას გულისხმობს და გამოთავისუფლებული ტერიტორიების უფრო ქალაქისთვის სასიკეთო და  საინტერესო პროექტების განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

თბილისის მერიის როლი ამ პროექტში არის განაშენიანების რეგულირების გეგმის განხილვა და დამტკიცება, ასევე მშენებლობის ნებართვის გაცემა, რათა  მშენებლობისთვის დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით მოხდეს  ამ ტერიტორიის განვითარება“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება იმას, თუ რომელი სამინისტროები გადავა ორთაჭალაში, მერი ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას მთავრობა გააკეთებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics