08:10 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 13:29:52, 2210 ნახვა

ეკონომიკა
მარტყოფისა და სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

იუსტიციის სამინისტრო ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებას აგრძელებს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს წარმომადგენლებმა სართიჭალისა და მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრებში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, რომლის დროსაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, დეტალურად გაცნობოდნენ უვიზო მიმოსვლის რეგულაციებსა და პირობებს; მსგავსი ფორმატის შეხვედრები დაგეგმილია სამომავლოდაც და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უვიზო მიმოსვლის საკითხებზე.

აღსანიშნავია ის, რომ საზოგადოებრივ ცენტრებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და იუსტიციის სახლის ფილიალებში პასპორტისა და პირადობის მოწმობის აღებისას, უკლებლივ ყველა მოქალაქეს, ამ დოკუმენტებთან ერთად, გადაეცემა ევროკავშირში უვიზო  მიმოსვლის წესების შესახებ მომზადებული სპეციალური ბროშურები.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებისათვის აქტიური საინფორმაციო კამპანია იუსტიციის სამინისტრომ ჯერ კიდევ გასული წლის აპრილიდან დაიწყო. უკვე გაცემულია 265 000-მდე ბროშურა, რომელშიც უვიზო მიმოსვლის წესები და რეგულაციებია განმარტებული, რაც საქართველოს მოქალაქეებს აღნიშნულ თემაზე საჭირო ინფორმაციის მიღებას გაუმარტივებს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics