|
2017-03-22 11:58:51, 2126 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი ე.წ. მოსმენების კანონზე: ვფიქრობთ, პირველადი სახით უნდა იქნას გატანილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. მოსმენების კანონი იმ სახით უნდა გავიდეს, როგორც თავდაპირველად მიიღო პარლამენტმა. მისივე თქმით, ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „ის სტრუქტურები, რომლებზეც არის საუბარი, საბოლოო ჯამში, არის ისევ და ისევ მთავრობის დაქვემდებარებაში, ამიტომ ამით განსაკუთრებული თვისობრივი ცვლილება ვერ მოხდებოდა. ვფიქრობთ, რომ იმ სახით იქნას გატანილი, როგორადაც მიიღო პირველადი სახით პარლამენტმა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. მოსმენების შესახებ კანონს დაადო. მარგველაშვილის მოტივირებულ შენიშვნებზე პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დღეს უნდა იმსჯელოს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)