|
2017-03-21 22:55:12, 2216 ნახვა
სამართალი
ელისო კილაძე: ჩემი შვილის საქმეში მონაწილე კუკური წივწივაძე ივანიშვილის ნათესავია
ჩემი შვილის საქმეში მონაწილე, კუკური წივწივაძე, ივანიშვილის ნათესავია, - ამის შესახებ გაზეთ "ქრონიკა პლუსის" მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ მისი შვილის დაკავების შესახებ საუბრისას, გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. მისი თქმით, კუკური წივწივაძე, რომელიც ამბობს, რომ ოპერატიული ინფორმაცია მიიღო დავით ხარშილაძესთან დაკავშირებით, არის ბიძინა ივანიშვილის ახლობელი. „კუკური წივწივაძე გახლავთ ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის, ქეთევან ივანიშვილის, სიძე და ლიკა ივანიშვილის მეუღლე. ლიკა ივანიშვილი შსს-ს თანამშრომელია“, - განაცხადა ელისო კილაძემ. მისივე თქმით, დაახლოებით 2 თვით ადრე მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მის შვილს საბურთალოზე ელოდებოდა პოლიცია, რომელიც გეგმავდა მისთვის ნარკოტიკის ჩადებას, თუმცა მაშინ მან დროულად იმოქმედა და დავით ხარშილაძე გზიდან უკან მოაბრუნეს. „ჩვენი მოლაპარაკება არ შედგება, იმიტომ რომ ეს ეხება ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს და ეს ეხება ქრონიკა პლიუსს და ეს ეხება ჩემს პოზიციას. ეს მოლაპარაკებები დაიწყო გასულ ზაფხულს, ქუთაისში ჩავიდნენ ჩემს ერთ-ერთ მეგობართან, ვინმე გიორგიმ მას უთხრა, რომ, თუ ის ამ საქმიანობას გააგრძელებს, ის თავს წააგებს, ჩემზე იყო საუბარი“, - განაცხადა ელისო კილაძემ. როგორც კილაძემ აღნიშნა, მუდმივად ხდებოდა საინფორმაციო სააგენტოებში ინფორმაციის გავრცელება, რომ მისი შვილი, ელისო კილაძე თავად და მისი მეუღლე ნარკოტიკის მომხმარებლები იყვნენ. „ამას ყველაფერს სათავეში ედგა სუს-ის უფროსის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი. ეს არის მისი აგენტურული ქსელი, სააგენტოები სუს-ის, რომელიც ფინანსდება პირადად გოგაშვილის მიერ“, - განაცხადა ელისო კილაძემ.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)