2017-03-17 19:07:05, 2670 ნახვა
სამართალი
გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის ინტერპოლი ეძებს
გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის ინტერპოლი ეძებს.
მსჯავრდებულზე ძებნა წითელი ცირკულარით გამოცხადდა.
ცნობისთვის, გიგა ოთხოზორია ხურჩაში 19 მაისს, ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მოკლეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რაშიდ კანჯიოღლის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ რაშიდ კანჯი-ოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რასაც სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ. სახელმწიფო ბრალდებას მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ რაშიდ კანჯი-ოღლისთვის დანიშნული სასჯელი მსუბუქია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან