07:47 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 12:07:50, 2349 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: რუსეთს ეს ქმედება ბუმერანგივით უკან შემოუბრუნდება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მხრიდან დამატებითი ძალების მობილიზების საკითხს გამოეხმაურა.

დოლიძის თქმით, ის, რაც დღეს, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით ხდება, ანექსიის გაგრძელების მცდელობაა.

„ბუმერანგივით შემოუბრუნდება ეს რუსეთს უკან, ეს ერთი და მეორე, არანაირი დარაზული კარი, არანაირი სამხედრო აღმშენებლობა, არანაირი მილიტარიზაცია, არანაირი კონტაქტების აკრძალვა ხალხებს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით არ და ვერ შეაჩერებს ხალხის სწრაფვას იმისაკენ, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა იქნეს ბოლოს და ბოლოს აღდგენილი. მე ამის დიდი იმედი მაქვს. ჩვენ მხოლოდ ტერიტორიის დაბრუნებაზე არ გვაქვს საუბარი, ჩვენ აფხაზები და ოსები უნდა დავიბრუნოთ. დღევანდელი ხელისუფლება ამ კუთხით ყველაფერს აკეთებს“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

შეგახსენებთ, ინტერნეტში ვიდეომასალა ვრცელდება, რომელშიც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში რუსეთის დამატებითი მძიმე სამხედრო ტექნიკა.  კერძოდ, საუბარია C-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე, რომლებიც მოსკოვმა აფხაზეთში გაგზავნა.  გავრცელებული ინფორმაციით, კომპლექსები სოჭიდან შეიტანეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics