|
2017-03-16 18:21:53, 796 ნახვა
რეგიონი
აჭარის სკოლებში მოსწავლეთა სამედიცინო გამოკვლევები იწყება
17 მარტს, 10:30 საათზე, სალიბაურის N1 საჯარო სკოლაში აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ერთერთი ღონისძიების - ,,ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში” განხორციელების ხელშეწყობას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში ბათუმის N1 პოლიკლინიკა განახორციელებს ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი-მერვე კლასის მოსწავლეთა სამედიცინო - პროფილაქტიკურ შემოწმებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულში. მემორანდუმის თანახმად ჩატარდება: აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის ფარგლებში პედიატრის, ოკულისტის, ენდოკრინოლოგისა და ორთოპედის კონსულტაციას მიიღებენ ქალაქ ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევის, ხულოს კერძო და საშუალო სკოლების პირველი-მერვე კლასის მოსწავლეები. პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში (მთელი წლის განმავლობაში) განხორციელდება რენტგენოლოგიური, ექოსკოპიური, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა, ვიზომეტრია, ავტორეფრაქტომეტრია, ტონომეტრია, აუდიომეტრია და სხვა. დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ჩატარდება სკრინინგის შემდგომი კონსულტაცია. ჩატარდება მონაცემთა სტატისტიკური ანალიზი/ინტერპრეტაცია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იღებს ვალდებულებას მისი ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრები) მეშვეობით ხელი შეუწყოს ღონისძიების შეუფერხებელ მიმდინარეობას და ორაგნიზება გაუწიოს სკოლის მოსწავლეთა მობილიზაციას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრები) ინფორმაციით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პირველი-მერვე კლასის ჩათვლით სწავლობს 35 558 მოსწავლე. 2016 წელს მომსახურებით 32 681-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.
(NS)
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი ავარიის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 1 000 000 ლარი შეგროვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)