06:15 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 15:20:27, 2122 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ბიზნესგაერთიანებებთან შეხვედრების ფორმატში, დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს  შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესსექტორთან ამგვარი შეხვედრების მიზანია, საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესება, კოდექსში არსებული ბუნდოვანი მუხლებისა და რეგულაციების დაზუსტება.

შეხვედრაზე ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებმა დასვეს ის შეკითხვები და წინადადებები, რომელიც უკავშირდებოდა როგორც მოგების გადასახადის რეფორმით გათვალისწინებულ ახალ რეგულაციებს, ისე კოდექსით გათვალისწინებულ სხვა ნორმებს. მხარეებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება უფრო გამარტივდეს და დაიხვეწოს საგადასახადო ადმინისტრირება გადასახადის გადამხდელებისთვის.

ამერიკის სავაჭრო პალატის მხრიდან გამოთქმულ კონკრეტული წინადადებებზე, ისე როგორც სხვა ბიზნესგაერთიანებების  შენიშვნებზე, ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას და ბიზნესიდან მიღებული მოსაზრებების გათვალისწინებით მომზადდება საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბარათაშვილი, შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ლევან წითელაშვილი.

გასულ კვირას ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ბიზნეს ასოციაციის, დამსაქმებელთა ასოციაციისა და საბანკო ასოციაციის წევრებს.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics