|
2017-03-16 14:42:25, 2405 ნახვა
სამართალი
ესპანეთში საქართველოს 48 მოქალაქე დააკავეს
ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ქვეყანაში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში საქართველოს 48 მოქალაქე დააკავა, - ამის შესახებ ABC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებულები ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან. როგორც ABC წერს, სპეცოპერაცია მადრიდში, ხეტაფეში, ლეგანესში და ბარსელონაში ჩატარდა, რის შედეგადაც დაკავებულებს 600-მდე საიუველირო ნაკეთობა აღმოაჩნდათ. სააგენტოს ცნობით, პოლიციის აგენტებმა ოპერაციის შედეგად უამრავი საიუველირო ნაკეთობა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, 13.000 ევრო და ბინების გატეხვის ინსტრუმენტები ამოიღეს. ამასთან, ესპანური მედიის ინფორმაციით, ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ქვეყნის მასშტაბით ბინებს ძარცვავდნენ. ესპანეთის პოლიციამ, აღნიშნული სპეცოპერაციის შედეგად 40-მდე საქმე გახსნა. როგორც პოლიციის თანამშრომლები აცხადებენ, საიუველირო ნაკეთობები და მოპარული ნივთები მადრიდის პოლიციის მთავარ სამმართველოში 31 მარტამდე გადაიგზავნება და დაზარალებული ოჯახებისთვის გადანაწილების პროცესი დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)