07:44 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-09 19:45:07, 2489 ნახვა

სამართალი
ახალშობილის ცემაში ბრალდებული ძიძა სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ახალშობილის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებისათვის სასამართლომ ძიძა დამნაშავედ ცნო.

როგორც საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციაშია ნათქვამი, ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად 7 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობით 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

ამასთან, ძიძას დამატებითი სასჯელის სახით 2 წლით არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი საქმიანობის უფლება აეკრძალა.

„საქმე ეხება, 2016 წლის ნოემბერში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც ბრალდებულმა ძიძამ მცირეწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფიზიკურად იძალადა ბავშვზე. ღია სასამართლო სხდომაზე, საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა აღიარა მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება და ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება გახადა უდავოდ. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით ელენე ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა“, - აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics