04:00 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-06 17:25:23, 2208 ნახვა

ეკონომიკა
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემა იქნება კარგი პრევენცია, რათა მომავალში მოსახლეობის საბანკო დანაზოგები საიმედოდ იყოს დაცული“

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ჩამოყალიბება იქნება კარგი პრევენცია, რათა მომავალში ჩვენი მოსახლეობის საბანკო დანაზოგები საიმედოდ იყოს დაცული, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ ჟურნალისტებთან „დეპოზიტების დაზღვევის შესახებ“ კანონპროექტის კომენტირებისას. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ფინანსურ სექტორში სტაბილურობას კიდევ უფრო განამტკიცებს. მისი შეფასებით, დეპოზიტების დაზღვევა დეპოზიტორების დაცვის მსოფლიოში აპრობირებული სისტემაა. დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, როგორც ფინანსური უსაფრთხოების კომპონენტი დანერგილია და მოქმედებს მსოფლიოს 113 ქვეყანაში, მათ შორის  ევროპის, ცენტრალური აზიის და საქართველოს მეზობელ ქვეყნებში.

"ჩვენც ასოცირების შეთანხმებით გვაქვს აღებული ეს ვალდებულება და ვთვლით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა. ზოგადად, ეს რეფორმა უნდა გატარდეს სწორედ იმ მომენტში, როდესაც რისკები დაბალია ფინანსურ სისტემაში, ხოლო მოსახლეობის ნდობა -მაღალი. სხვა შემთხვევაში, ალბათ, რთული იქნება ამ რეფორმის განხორციელება. ამიტომ ვთვლით, რომ დროულობა ამასთან დაკავშირებით საკმაოდ მაღალია. ვთვლით, რომ აღნიშნული სისტემის დანერგვა ფინანსურ სექტორში სტაბილურობას კიდევ უფრო განამტკიცებს და ნდობას, რომელიც მაღალია, კიდევ უფრო აამაღლებს", - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics