06:50 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-06 16:43:16, 2217 ნახვა

სამართალი
სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მითვისების ფაქტზე შპს „ჰიგიენას“ ყოფილი ხელმძღვანელი დააკავა

სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მითვისების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენას“ ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ცეცხლაძე დააკავა.

ამის შესახებ საგამოძიებო უწყების განცხადებაშია აღნიშნული:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული, შპს „ჰიგიენას“ ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი ცეცხლაძე ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიების შედეგად შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა,  რომ ბრალდებულმა, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა კომპანიის ანგარიშზე არსებული, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა, რაც უნდა მოხმარებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ნაგავსაყრელის მშენებლობას.

ბრალდებულის  დაკავებისას ამოღებული  იქნა თანხის ნაწილი. სასამართლომ უკვე იმსჯელა აღმკვეთ ღონისძიებაზე და ბრალდებულს დაპატიმრება შეეფარდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics