04:39 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-04 15:12:12, 2470 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
„კობახიძის თქმით, კონსტიტუცია უნდა იცვლებოდეს არა ანალიზზე დაყრდნობით, არამედ პრეზიდენტის კომენტარებიდან გამომდინარე“

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი, საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„დღეს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ გაგვაცნო მისეული ხედვა ქვეყანაში მიმდინარე კონსტიტუციურ პროცესებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ქვეყანაში კონსტიტუცია უნდა იცვლებოდეს არა ფუნდამენტურ ანალიზზე დაყრდნობით, არამედ პრეზიდენტის კომენტარების ხასიათიდან გამომდინარე. თუ კომენტარის ხასიათიდან გამომდინარე უნდა იცვლებოდეს საკონსტიტუციო მოდელები ქვეყანაში, მაშინ უფრო ლოგიკური ხომ არ იქნებოდა, საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაგვეწერა "ხასიათის გამოვლენის" აკრძალვის ვალდებულება საქართველოს პრეზიდენტის, მედიისა და საზოგადოებისთვის,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 

ცნობისთვის, „თუ პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, შეიძლება ვიფიქროთ პოზიციის გადახედვაზე და იმაზე, რომ მომავალ წელს პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაზე პრეზიდენტის განცხადებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics