03:56 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 13:17:21, 2185 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბარამიძე: ბევრი გავაკეთეთ, თუმცა დემოკრატიის, თუ სასამართლოს მიმართულებით, მდგომარეობა იდეალური არასდროს ყოფილა

საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან „რუსთავი2“-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე ტელეკომპანიის წარმომადგენლები, საზოგადოების წევრები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, სასამართლომ უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც  შეუნარჩუნებს საქართველოს „რუსთავი 2“-ს.

მისივე თქმით, დღეს ეს არ არის მხოლოდ ერთი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებისთვის ბრძოლა, არამედ ესაა ბრძოლა საქართველოში მთლიანად მედია თავისუფლებისთვის:

„თითოეული ჩვენთაგანის თავისუფლებისთვის. ჩვენგან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან, რომლებიც ვიყავით ხელისუფლებაში, უნდა ითქვას, რიმ  ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ ამ ქვეყნისთვის,  თუმცა სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში  დემოკრატიის, თუ სასამრთლოს, თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით იდეალურად  მდგომარეობა არასდროს ყოფილა და ეს კარგად ვიცით, მაგრამ ის მონაპოვარი, რაც ეკუთვნის ქართველ ხალხს, არ უნდა დაიკარგოს, არამედ უნდა შევძლოთ, ვიაროთ წინ, მაგრამ ეს ყველაფერი ვერ განვითარდება, თუ არ იქნა ქვეყანაში თავისუფალი მედია“,-განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლო დღეს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ისა და მისი მფლობელების, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარს განიხილავს. ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებულ დავას უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics