04:00 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 12:40:07, 2441 ნახვა

ეკონომიკა
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარებს სასწავლო კურსი ჩაუტარდებათ

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარებს სასწავლო კურსი ჩაუტარდებათ.

კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში,  მეწარმეების უნარების ამაღლების, პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობისა და არსებული ბიზნესის შემდგომი განვითარების  მიზნით,  კონკრეტული ბენეფიციარებისთვის მარკეტინგული მომსახურების შეთავაზება დაიგეგმა, რაც მოიცავს მათთვის 3 თვიან  საკონსულტაციო მომსახურებას და მის ფარგლებში სასწავლო კურსის განხორციელებას. 

პროგრამის ბენეფიციარებისათვის სასწავლო სემინარი 4 მარტს, სასტუმრო „ფაბრიკას“ ტერიტორიაზე (თბილისი, ნინოშვილის 8),   10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიმართება.

4 მარტს დაგეგმილ სემინარზე მეწარმეობის კუთხით საქართველოში არსებული შესაძლებლობები და  პრობლემატიკა,  ფასდადგენასთან, პროდუქტის შეფუთვასა და ბრენდირებასთან დაკავშირებული და სხვა, ბიზნესის წარმატებულად წარმართვისთვის აუცილებელი საკითხები იქნება განხილული.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics