03:02 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 15:25:24, 2349 ნახვა

ეკონომიკა
მერსედეს ვერა მარტინი: სსფ-ს მისიამ და საქართველოს ხელისუფლებამ 3-წლიანი პროგრამის დაწყების თაობაზე შეთანხმებას მივაღწიეთ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა მარტინის განცხადებით, ხელისუფლებასთან შეთანხმებული ეკონომიკური პოლიტიკა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას. 

როგორც მარტინმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო საქართველოს საკითხს აპრილის შუა რიცხვებში განიხილავს.

„მაქვს პატივი განვაცხადო, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ და საქართველოს ხელისუფლებამ მივაღწიეთ შეთანხმებას 3-წლიანი პროგრამის დაწყების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 201.4 მილიონი SDR-ის, (დაახლოებით 285 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფას „გაფართოებული დაფინანსების  მექანიზმის" (EFF) ფარგლებში. სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო საქართველოს საკითხს აპრილის შუა რიცხვებში განიხილავს," - განაცხადა მერსედეს ვერა მარტინმა. 

მისი თქმით, ეკონომიკური პოლიტიკა მიზნად ასევე ისახავს სტრუქტურული ხარვეზების აღმოფხვრას, რაც სწრაფ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას წაახალისებს.

მარტინის განმარტებით, მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამბიციური რეფორმების გასატარებლად საქართველოს ხელისუფლება შესაბამის ნაბიჯებს დგამს. 

„საშუალოვადიან პერიოდში უნდა განხორციელდეს ფისკალური კონსოლიდაცია, რომლის ფარგლებშიც არ შეფერხდება სახელმწიფო ინვესტიციები და  სოციალური ხარჯები, ხოლო ქვეყნის ვალი შენარჩუნდება მდგრად დონეზე. 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული მკაცრი ფისკალური ზომები ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევას ემსახურება. მთავრობა განახორციელებს მნიშვნელოვან ფისკალურ რეფორმებს საბიუჯეტო დისციპლინის შესანარჩუნებლად, ფისკალური წესების არსებული საზღვრების დაცვით", - განაცხადა ფონდის მისიის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, სსფ-ს მისია და საქართველოს ხელისუფლება შეთანხმდა საჯარო ფინანსების მართვის გამკაცრების მნიშვნელობაზე. კერძოდ - უნდა გაუმჯობესდეს ფისკალური რისკების გასაჯაროება და კონტროლი, გაგრძელდეს საგადასახადო სამსახურის გაძლიერება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics