02:08 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-24 16:07:59, 2521 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან ძი იენჩისთან ორ ქვეყანას შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებზე აღნიშნული პროექტები გრანტებითა და ტექნიკური დახმარებებით ფინანსდება. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სამთავრობო პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში“. კერძოდ, ჩინური გრანტებით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ახალი პროექტების  დაფინანსების შესაძლებლობა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ჩინეთის მთავრობის კიდევ ერთ პროგრამაზე, რომელიც ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში და ითვალისწინებს მზის ენერგიაზე მომუშავე სათბურების მშენებლობას. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის ძი იენჩის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა დაეხმარება საქართველოს ბოსტნეულის იმპორტიორი ქვეყნიდან აღნიშნული პროდუქციის ექსპორტიორად გადაიქცეს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics