|
2017-02-24 15:44:20, 2291 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო EBRD-ის წლიურ შეხვედრაზე საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციას წარმოადგენს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წლიურ შეხვედრაზე, რომელიც 2017 წლის მაისში კვიპროსზე ჩატარდება, საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა ექნება, წლიური შეხვედრის მონაწილე ბიზნეს წრეების წარმომადგენლების წინაშე ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებზე პრეზენტაცია გამართოს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სიახლის შესახებ დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და EBRD - ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, ბრუნო ბალვანერამ ისაუბრეს. შეხვედრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ჩატარდა და მას ასევე დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა. შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციის გამართვის შესაძლებლობას. თავის მხრივ, EBRD-ის რეგიონული დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს მსგავსად, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას მიეცა საერთაშორისო ინვესტორების წარმომადგენლობითი აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის ჩატარების შესაძლებლობა. მისი განცხადებით, საქართველო ერთერთი მოწინავე რეფორმატორი ქვეყანაა, სადაც ინვესტიციების განხორციელების კარგი შესაძლებლობაა. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და EBRD-ის ურთიერთობის მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს. აქცენტი გაკეთდა 4-წლიანი თანამშრომლობის სტრატეგიაზე, რომელიც EBRD-მა შარშან დეკემბერში დაამტკიცა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღნიშნული სტრატეგია სრულ შესაბამისობაში მოდის საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის მიზნებთან და ამოცანებთან. დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს თანამშრომლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სამომავლოდაც სტრატეგიული და ძალიან ნაყოფიერი იქნება. EBRD არის საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი როგორც ფინანსური თანამშრომლობის კუთხით, ასევე ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავების და ევროპული ინვესტიციების მოზიდვის კონტექსტში. საქართველოსა და ბანკის თანამშრომლობა წარმატებულად გრძელდება სახელმწიფო და კერძო სექტორის დაფინანსების თვალსაზრისით. ამ კუთხით აღსანიშნავია EBRD-ის მიერ გამოყოფილი დაფინანსების მოცულობა ორივე მიმართულებით. ბანკის მიერ ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტები ფინანსდება ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სექტორებში (ენერგეტიკა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურა).
(NS)
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)