|
2017-02-23 15:36:51, 2341 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნეს კაფეს მერვე შეხვედრა
22 თებერვალს კომპანია ინსორსმა ბიზნეს კაფეს შეხვედრები განაახლა. რიგით მერვე შეხვედრა სასტუმრო ჰოლიდეი ინ თბილისში გაიმართა, სადაც ბიზნეს კონსულტანტმა და ანტერპრენიორმა გუგა ცანავამ წარადგინა თემა “სტენფორდის სტრატეგიული მართვის მოდელი”. ბიზნეს კაფე საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც 2015-2016 წლებში პაშა ბანკის ექსკლუზიური პარტნიორობით იქნა ინიცირებული და განხორციელებული. პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. აღნიშნული პროექტების ფარგლებში გამართულ შეხვედრებს ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესების და სიახლეების გაზიარების მიზნით რეგულარულად ესწრებიან საშუალო და მსხვილი კომპანიების მენეჯერები. პროქტის მიმართ დიდ ინტერესს იწვევს მისი მრავალფეროვანი თემატიკა და მოწვეული სპიკერების უნიკალური ცოდნა და გამოცდილება ამა თუ იმ სფეროში, ასევე მისი ინტერაქტიული ფორმატი, რომელიც ჩართვის და დისკუსიაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს დამსწრეებს. ბიზნეს კაფეს წარმატებასთან ერთად გაიზარდა მის მიმართ ინტერესიც და 2017 წლიდან პროექტს ახალი სპონსორების სახით შეუერთდნენ კომპანიები ეისითი და ორიენტ ლოჯიკი. „მოხარული ვართ, რომ უკვე მესამე წელია ვთანამშრომლობთ კომპანია ინსორსთან და მოგვეცა საშუალება, ვიყოთ ბიზნეს კაფეს პროექტის გენერალური სპონსორი. ამასთანავე, მივესალმებით პროექტის ახალ პარტნიორებს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობა დადებითად აისახება მის წარმატებაზე და განვითარებაზე. წლის პირველი შეხვედრა საკმაოდ დინამიური და ინფორმაციული გამოვიდა, მონაწილეთა კმაყოფილება და დასწრების მსურველების მზარდი რაოდენობა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ბიზნეს კაფეს პროექტი შედგა და მას ინტერესით ელიან.“ - აღნიშნა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა. შეგახსენებთ, რომ ბიზნეს კაფეს შეხვედრების მოდერატორებს შორის იყვნენ:
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)