|
2015-04-01 16:19:58, 465 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანმა დაბა კაზრეთში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მოინახულა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაბა კაზრეთში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მოინახულა. მინისტრი ადგილზე გაეცნო პროცესის მიმდინარეობას და იქ დასაქმებულ პერსონალს გაესაუბრა. „დაბა კაზრეთში ჩვენ ვაშენებთ მორიგ საზოგადოებრივ ცენტრს, რომელიც მაისში უნდა დასრულდეს, და ეს ემსახურება იმავე მიზანს, რასაც საზოგადოებრივი ცენტრები სხვა რაიონებში, მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ემსახურება − რომ იუსტიციის სახლში არსებული საჯარო და კერძო სერვისები არ იყოს მხოლოდ ქალაქის ფუფუნება და იმ რაიონში, სადაც ბევრი კორპუსია, ცხოვრობენ ბავშვები, ახალგაზრდა თაობა და პენსიონერები, 200-ზე მეტი სერვისი იყოს ხელმისაწვდომი − ბანკი იქნება ეს, პასპორტი, პირადობის მოწმობა თუ სხვა სერვისი“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრთან ერთად, დაბა კაზრეთში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი შიო ხეცურიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ცნობისთვის, კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრი რიგით 21-ე ცენტრი იქნება. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლია კაჭრეთის, ყვარელწყლის/დუისის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, შაშიანის, სართიჭალის, გომის, რუისის, ხევის, მანგლისის, კოდას, შორაპნის, ნიგოეთის, ჭალადიდის, ჯვრის, ფოკას, ხიდისთავის, ნუკრიანისა და კორბოულის მოსახლეობას. თეა წულუკიანის თქმით, კაზრეთის შემდეგ საზოგადოებრივი ცენტრი სოფელ შილდაში გაიხსნება.
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)