01:10 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-20 13:34:28, 2458 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს რიჩარდ დორნბოშს შეხვდა, რომელიც საქართველოს აღნიშნულ რანგში პირველად ეწვია.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, აგრეთვე განხორციელებულ და მიმდინარე ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებზე.

უწყების ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული რეფორმების იმპლემენტაცია იმისათვის, რომ ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს.  

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატიული აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ დორნბოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც ასევე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics