01:10 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 12:17:55, 2584 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით ევროპაში მე-5, მსოფლიოში კი, მე-13 ადგილზეა

2017 წლის "ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში" საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა და 23-ე პოზიციიდან 13-ზე გადაინაცვლა, - ამის შესახებ მონაცემები Heritage Foundation ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

როგორც გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული, 186 ქვეყანას შორის საქართველოს 76.0 ქულა აქვს. 

ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, საქართველო თავისუფალ ქვეყნებს შორის დასახელდა. ინდექსის თანახმად, ევროპაში საქართველო მეხუთე პოზიციაზეა. მას შვედეთი, ესტონეთი, ირლანდია და დიდი ბრიტანეთი უსწრებენ. 

მიმდინარე წლის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა ქულების თვალსაზრისით - საკუთრების უფლება (55.1), სამთავრობო ჩართულობა (65.0), ბიზნესის თავისუფლება (87.2) და შრომითი თავისუფლება 75.9 - გაუმჯობესდა, გარდა ამისა - მონეტარული თავისუფლება (78.2), სამთავრობო ხარჯები (74.4) და საგადასახადო ტვირთი (87.3) - გაუარესდა, ხოლო სასამართლოს საქმიანობის ეფექტურობა (66.5), ფისკალური თავისუფლება (93.5), ვაჭრობის თავისუფლება (88.6), ინვესტიციების თავისუფლება (80.0), ფინანსური თავისუფლება (60.0) - უცვლელი დარჩა. 

Index of Economic Freedom ქვეყნებს ოთხი კრიტერიუმით აფასებს: კანონის უზენაესობა, მთავრობის სიდიდე, რეგულაციური ეფექტიანობისა და თავისუფალი ბაზრები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics