|
2017-02-15 17:00:45, 1844 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: დარწმუნებული ვარ, მანანა კობახიძე სასამართლოს დამოუკიდებლობის შემდგომ განმტკიცებაში დიდ წვლილს შეიტანს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი წევრის, მანანა კობახიძის მიერ ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო. მან მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცა. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტის მიერ არჩეული სასამართლოს ახალი წევრი ქვეყნის დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. „საკონსტიტუციო სასამართლო არის ჩვენი კონსტიტუციური სისტემის, დემოკრატიული სისტემის უმნიშვნელოვანესი ელემენტი და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს სასამართლო განაგრძობს იმ უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანას ჩვენი დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მანანას მოსამართლეობა ამ ყველაფერში დამატებით წვლილს შეიტანს. მინდა, მივულოცო ქალბატონ მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის შეფასებით, მანანა კობახიძე, რომელიც საზოგადოებამ გაიცნო, როგორც პრინციპული და უშიშარი უფლებადამცველი, კვალიფიციური იურისტი და ღირსეული ადამიანია. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის საპასუხისმგებლო და საპატიო თანამდებობა ნებისმიერი იურისტისთვის პროფესიული მწვერვალია. „ქალბატონი მანანა კობახიძე, პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტის რჩეულია. ის წლების განმავლობაში ძალიან პრინციპული და უშიშარი უფლებადამცველი იყო. პირველ რიგში, ასეთად გაიცნო ქალბატონი მანანა ფართო საზოგადოებამ და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგა ის პოლიტიკურ მოღვაწეობას. ქალბატონი მანანა კობახიძე არის ღირსეული ადამიანი, ძალიან კვალიფიციური იურისტი და აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დარწმუნებული ვარ, ის ძალიან დიდ წვლილს შეიტანს სასამართლოს დამოუკიდებლობის შემდგომ განმტკიცებაში და სასამართლოს ქმედით და ეფექტიან ფუნქციონირებაში. კიდევ ერთხელ, მინდა მოგილოცოთ, ქალბატონო მანანა ეს ძალიან საპასუხისმგებლო და საპატიო თანამდებობა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა არის პროფესიული მწვერვალი ნებისმიერი იურისტისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ პარლამენტმა 101 ხმით აირჩია. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თანამდებობის დაკავებამდე ფიცს დებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს თანდასწრებით. შესაბამისად, მანანა კობახიძის მიერ ფიცის დადების ცერემონია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის თანდასწრებით გაიმართა.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)