|
2017-02-15 09:31:34, 2007 ნახვა
სამართალი
ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე ადასტურებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მოწმეა
საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე ადასტურებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მოწმეა. როგორც მამალაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, გაუხმაურებლობის შესახებ დოკუმენტზე ხელი აქვს მოწერილი, ამიტომ დეტალებზე არ საუბრობს. „რას ნიშნავს მე ჩავწერე ვიდეომასალა, ვინ ამტკიცებს ამას, ძალიან მაინტერესებს. რა ვიდეომასალა ჩავწერე. მე ვარ ერთ-ერთი მოწმე ამ საქმეში და გაუთქმელობაზე მაქვს ხელწერილი დაწერილი. მეტს ვერაფერს გეტყვით. დანარჩენს საზოგადოება გაიგებს გამოძიებიდან“, - აცხადებს ირაკლი მამალაძე „მოამბესთან“ სატელეფონო ინტერვიუში. კითხვაზე - აქვს თუ არა ნათესაური კავშირი დეკანოზ მამალაძესთან, ირაკლი მამალძემ აღნიშნა, რომ მასთან არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს. ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში არსებული ფარული მასალა ჟურნალისტმა ირაკლი მამალძემ ჩაწერა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)