18:49 - 24 May, 2026
|
2017-02-13 18:39:57, 3114 ნახვა
მსოფლიო
უკრაინა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) უჩივის
უკრაინა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) უჩივის, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ოფიციალური კიევი საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის შექმნას და მოსკოვის ქმედებების გამოძიებას ითხოვს. კერძოდ კი, საუბარია რუსეთის მიერ ყაზახეთსა და ყირგიზეთში უკრაინული ტვირთების ტრანზიტის შეზღუდვაზე, რის გამოც უკრაინული ექსპორტი აზიის ქვეყნებში 38 %-ით შემცირდა. ცნობისთვის, უკრაინამ საერთაშორისო ორგანიზაციას 2016 წლის ბოლოსაც მიმართა. ორგანიზაციის წესდებით, მხარეებს კონფლიქტის დამოუკიდებლად მოსაგვარებლად 2-თვიანი ვადა მიეცათ. რუსეთმა უკრაინის მოთხოვნა არ შეასრულა, რის შემდეგადაც კიევი შემდეგ პროცედურაზე გადავიდა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)